12 აგვისტო 2026,   13:11
ვრცლად
პატრიარქისთვის პატივის მისაგებად, სამებაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მივიდნენ

ილია მეორისთვის პატივის მისაგებად, საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები სამების საპატრიარქო ტაძარში მივიდნენ.

სამებაში მოქალაქეთა ნაკადი მთელი ღამის განმავლობაში არ შეწყვეტილა. გვიან ღამით, უწმინდესისთვის პატივის მისაგებად, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, მივიდნენ შინაგან საქმეთა და კულტურის მინისტრები. ცოტა ხნის წინ, ტაძარში იმყოფებოდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი, სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად.

სამოქალაქო პანაშვიდი საკათედრო ტაძარში დღეს და ხვალაც გაგრძელდება. მათთვის, ვისაც სურს ილია მეორეს უკანასკნელი პატივი მიაგოს, ეკლესიის კარი 24 საათის განმავლობაში ღიაა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. მთავრობის განკარგულებით, ქვეყანაში გლოვის დღეებია გამოცხადებული.

 

დღის ამბები