საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები სამების საპატრიარქო ტაძარში მივიდნენ. სამხედრო მოსამსახურეებმა უწმინდესს პატივი მიაგეს.
"მას განსაკუთრებით უყვარდა ჩვენი სამშობლოს დამცველები, ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი ოფიცრები. ასე, რომ უდიდესი დანაკლისია, როგორც საქართველოსთვის, ისე ჩვენი თავდაცვის ძალებისთვის. ვუსამძიმრებ ყველას," - აღნიშნა საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის უფროსმა, პოლკოვნიკმა ირაკლი ყოლბაიამ.