სიონის ეკლესიაში მზადება მიმდინარეობს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი,
მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სამუდამო განსასვენებელს თავის საყვარელ ტაძარში დაიდებს. მარცხნივ საკურთხეველთან - მისი სურვილის შესაბამისად.
საქართველოს 141-ე პატრიარქის დაკრძალვის ადგილი დღეს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა მოინახულა.
სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზი მამა გიორგი სანამაშვილი აცხადებს, რომ უწმინდესის სურვილის საფუძველზე მზადდება სიონის ტაძარში მისთვის განკუთვნილი ადგილი.
"უწმინდესის სურვილის საფუძველზე მზადდება სიონის ტაძარში მისთვის განკუთვნილი ადგილი. ყველა პატრიარქი არის დაკრძალული, ესენი არიან: კირიონი, ლეონიდი, ამბროსი, ქრისტეფორე, კალისტრატე, მელქისედეკი, ეფრემი, დავითი და ახლა ილია მეორე დაიდებს ბინას," - აცხადებს დეკანოზი.