"დოკუმენტებით დასტურდება, რომ ის იყო კონკრეტული ორგანიზაციების აგენტი" - ადამიანი, ვისზეც ცნობილი სლოვენიელი მწერალი და პუბლიცისტი საუბრობს - მარტა კოსია. იგორ ომერზა ევროკომისარს, რომელიც ევროკავშირის გაფართოების საკითხებს ხელმძღვანელობს, წარსულში იუგოსლავიის საიდუმლო პოლიციასთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს.
დოკუმენტები და მტკიცებულებები ომერზამ წიგნად გამოსცა. სწორედ მასზე დაყრდნობით, ახლა ევროპარლამენტში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ჯგუფი - "ევროპის სახალხო პარტია" გამოძიების დაწყებას ითხოვს. კერძოდ, "იპიპის" უნდა, რომ კოსი საჯაროდ გამოიკითხოს და ყველა კითხვას პასუხი გაეცეს.
საკითხი შეისწავლა გამოცემა "პოლიტიკომ" და უკვე სტატიაც გამოაქვეყნა. საერთაშორისო მედიის დაინტერესება აჩვენებს, რომ მტკიცებულებები კოსის აგენტობის შესახებ, რეალურია. თუმცა, აქვე მეორე თეორიაც ჩნდება, რომელიც ევროკომისიის მოქმედ პრეზიდენტსა და ევროკომისარს შორის ფარულ დაპირისპირებას ეყრდნობა.
"იპიპი", რომელიც კოსის დასჯას ითხოვს, ურსულა ფონ დერ ლაიენის მშობლიური პარტიაა, პრესა ვარაუდობს, რომ შესაძლოა მაღალჩინოსნის აგენტობით წლების შემდეგ დაინტერესება - ლაიენის გაძლიერების შედეგი იყოს. ბრალდებებისა და გავრცელებული ინფორმაციების საპასუხოდ, მედიას კოსის ოფისი ერთადერთ პასუხს სცემს.
ჯერჯერობით უცნობია, როგორ განვითარდება მოვლენები. ფაქტია, რომ ევროპის სახალხო პარტიამ პროცესი უკვე დაიწყო. საინტერესოა დაძლევს მას ევროკომისარი მარტა კოსი, თუ მოუწევს, "იპიპის" სასარგებლოდ თავისი თანამდებობა საბოლოოდ დათმოს.