17 აგვისტო 2026,   17:20
ვრცლად
ეპოქალური ფიგურა და მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი რელიგიური ლიდერი - როგორ გამოეხმაურა მსოფლიო პრესა სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის გარდაცვალებას

1999 წელს, ილია მეორის მოწვევით, რომის პაპი - იოანე პავლე მეორე, კავკასიის რეგიონში პირველად, სწორედ საქართველოში ჩამოვიდა. ისტორიული მნიშვნელობის ვიზიტს, წმინდა საყდრის ოფიციალური საინფორმაციო პორტალი "ვატიკან ნიუსი" იხსენებს. სტატიაში, რომელიც კათოლიკოს პატრიარქის გარდაცვალებას მიეძღვნა, საქართველოს მართლმადიდებელ და რომის კათოლიკურ ეკლესიას შორის ურთიერთობები და ამ კავშირების გაღრმავებაში ილია მეორის პერსონალური როლია შეფასებული. გამოცემაში ნათქვამია, რომ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს დიდი ღვაწლი მიუძღვის კათოლიკურ ეკლესიასთან კავშირების გაძლიერებაში.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, რომელსაც ეპოქალურ ფიგურად მოიხსენიებენ - პატრიარქის გარდაცვალების ფაქტს ევრონიუსიც ეხმიანება. გამოცემაში ილია მეორე, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდხანს მოღვაწე რელიგიურ ლიდერად არის მოხსენებული. საქართველოში მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაური რომ გადამწყვეტ როლს თამაშობდა, როგორც სასულიერო, ასევე საზოგადოებრივ ცხოვრებაში - ამის შესახებ საუბროს "ფრენს 24" და "ლე მონდიც". ირაკლი შიოლაშვილი - ღუდუშაურის ბიოგრაფიულ ცნობებთან ერთად, საერთაშორისო მედიებში ნათქვამია, რომ ილია მეორეს გარდაცვალებას სრულიად საქართველოს მოსახლეობა განიცდის, რადგან ის დომინანტურ ფიგურად რჩება.

ილია მეორის მოღვაწეობის პერიოდში, რომ საქართველოს ავტოკეფალური ეკლესია, საბჭოთა კავშირის დროს რეპრესირებული ინსტიტუციიდან ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ არასახელმწიფოებრივ ორგანოდ იქცა - მოთხრობილია "როიტერსშიც". ბრიტანულმა სააგენტომ, ბეჭდურ ვერსიასთან ერთად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მიერ განვლილი გზის შესახებ, ვიდეო მასალაც მოამზადა. კათოლიკოს პატრიარქს საკუთარი სურვილის შესაბამისად, 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.

დღის ამბები