უნგრეთის ვიცე-პრემიერმა ჟოლტ შემიენმა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სამძიმრის წერილი გამოუგზავნა:
"თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ,
ღრმა მწუხარებით შევიტყვე, რომ მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ, ილია II-მ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, უფალში განისვენა.
გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი სამძიმარი უნგრეთის მთავრობის სახელით.
პირადად მე, მადლიერებით ვიხსენებ 2023 წელს მისი აწ განსვენებული უწმინდესობისა და უნეტარესობის მიერ ჩემს თბილისში მიღებასა და უნგრელი ერისთვის მისი კურთხევის მიღების პატივს. უდავოდ, მთელი მსოფლიოს ქრისტიანები მას რწმენისა და სულიერების გზამკვლევად (beacon of faith and spirituality), ქართველი ერის ნამდვილ საყრდენად მიიჩნევდნენ.
ქრისტიანობას, მართლაც, განსაკუთრებით ევროპაში, სჭირდება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მისია რწმენის განსამტკიცებლად და მშვიდობის დასამკვიდრებლად. უფალს ვთხოვ, რომ თქვენს ყოვლადუსამღვდელოესობასა და წმინდა სინოდის წევრებს მიანიჭოს ძალა და სიბრძნე მისდიოთ ღვთის ნებას საქართველოს ეკლესიისათვის ისტორიის ამ განსაკუთრებულ მომენტში.
გთხოვთ, ყოვლადუსამღვდელოესობავ, მიიღოთ ჩემი ღრმა პატივისცემა,"- აღნიშნულია წერილში.