სამების საკათედრო ტაძარში, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები და პრეზიდენტი მივიდნენ.
ტაძარში იმყოფებიან საქართველოს პრემიერი-მინისტრი ირაკლი კობახიძე,
პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი და მინისტრთა კაბინეტის წევრები, რომლებიც უწმინდესისა და უნეტარესის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ხსოვნას პატივს კიდევ ერთხელ მიაგებენ.
მას შემდეგ, რაც პატრიარქის ცხედარი საპატრიარქოდან სამებაში გადაასვენეს, უწმინდესის უკანასკნელ გზაზე გასაცილებლად, ტაძარში მოქალაქეები 24 საათის განმავლობაში იკრიბებიან.
პატრიარქის ანდერძის თანახმად, მას კვირას, 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ - იქ, სადაც მრავალწლიანი მოღვაწეობის უმნიშვნელოვანესი წლები გაატარა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. პატრიარქის გარდაცვალების გამო საქართველოში გლოვა გამოცხადდა.