03 აგვისტო 2026,   10:30
ვრცლად
რეგიონებიდან, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამოქალაქო პანაშვიდზე დასწრების მსურველები უფასო ტრანსპორტით ისარგებლებენ

რეგიონებიდან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სამოქალაქო პანაშვიდზე დასწრების მსურველები უფასო ტრანსპორტით ისარგებლებენ.

კახეთის გუბერნატორის განაცხადებით, სამოქალაქო პანაშვიდზე და დაკრძალვაზე წასვლას ორგანიზებული ხასიათი ექნება. მანამდე კი პატრიარქის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა თელავში. ერეკლე მეფის სასახლის კარის ეკლესიაში.

კახეთის სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე აცხადებს, რომ თბილისში ტრანსპორტირება უზრუნველყოფილი იქნება.

"ამ დრომდე ვარკვევთ ინფორმაცია რამდენ ადამიანს აქვს სურვილი თბილისში წასვლის. შესაბამისად ამის შემდეგ განისაზღვრება ტრანსპორტის ოდენობა," - აცხადებს პლატონ კალმახელიძე.

დღის ამბები