მმართველი პარტია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდის ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს.
სამგლოვიარო ცერემონია სამების საკათედრო ტაძარში მიმდინარეობდა. სულის მოსახსენიებელ პანაშვიდზე იმყოფებოდნენ "ქართული ოცნების" დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, ოჯახთან ერთად; პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, თბილისის მერი კახა კალაძე და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.