პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრმა, სოზარ სუბარმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით "რუსთავი 2-ის" ეთერში ისაუბრა და მისი განვლილი გზა გაიხსენა.
"ეპოქა არ დამთავრებულა, მისმა უწმინდესობამ დაგვტოვა, მაგრამ ეს 50 წელი, ეს ნახევარი საუკუნე, საქართველოს ისტორია და მისი უწმინდესობის ბიოგრაფია არის განუყოფელი. ის, რაც მან შექმნა, ეს გაგრძელდება ძალიან დიდხანს. ეს არის ეპოქა, რომელიც არ დამთავრებულა და არ დამთავრდება. მან გააერთიანა მთელი ერი და ეს ძალიან დიდხანს გაგრძელდება," - განაცხადა სოზარ სუბარმა.