13 აგვისტო 2026,   06:58
ვრცლად
რაზეც დგას ჩვენი ერის მთლიანობა, არის ეკლესია, ეს ეკლესია მოიტანა ჩვენმა პატრიარქმა - ირაკლი ბათიაშვილი

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით "რუსთავი 2-ის" ეთერში ფილოსოფოსმა და პროფესორმა ირაკლი ბათიაშვილმა ისაუბრა და პატრიარქის განვლილი გზა გაიხსენა. მისი განცხადებით, ილია II-მ ეკლესია, ერის ერთიანობის მთავარ ინსტიტუციად აქცია. აღნიშნა, რომ ბეთანიის, შიომღვიმისა და სხვა ისტორიული კერების აღორძინება პირდაპირ უკავშირდება პატრიარქის სახელს, რომლის რეალური ისტორიული წვლილი, მისივე შეფასებით, ქვეყნის წინაშე ახლა კიდევ უფრო მეტად დაფასდება

"ერთადერთი ინსტიტუცია, რაზეც დგას ჩვენი ერის მთლიანობა, არის ეკლესია, ეს ეკლესია მოიტანა ჩვენმა პატრიარქმა. ბოლშევიზმის პერიოდში გაპარტახებული დასამარებული იყო ეკლესია... გავიხსენოთ, რა დღეში იყო ის კერები, რომლითაც ჩვენ ვამაყობთ - ჭულევი, ბეთანია, საფარა, შიო მღვიმე - არ არსებობდა და გავერანებული იყო ყველაფერი, ამ მდგომარეობიდან ამოიყვანა აღაზევა ჩვენმა პატრიარქმა.

ეკლესიის აღზევება და ეროვნული სულის აღზევება ეს იყო ერთი მთლიანი, ერთმანეთისგან განუყოფელი პროცესი.

ყველა ვაფასებდით პატრიარქს, თუმცა ეს ყოველთვის ასეა... რომ ამ ქვეყნიდან წასვლის შემდეგ მისი ისტორიული წვლილი კიდევ უფრო დაფასდება", - განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა.

დღის ამბები