მსოფლიო მედია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებას ეხმაურება.
საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოები ილია მეორეზე წერენ, როგორც ეპოქალურ ფიგურაზე, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და სულიერი იდენტობის ჩამოყალიბებაში.
უცხოური გამოცემები ხაზს უსვამენ ილია მეორის დიდ გავლენასა და ავტორიტეტს, რომელიც მას მართლმადიდებლურ სამყაროში ჰქონდა.