12 აგვისტო 2026,   02:37
ვრცლად
"კავკასიის მედიცინის ცენტრთან" მოქალაქეები იკრიბებიან

მას შემდეგ, რაც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების შესახებ გახდა ცნობილი, "კავკასიის მედიცინის ცენტრთან", მოქალაქეები შეიკრიბნენ.

ილია II-ის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია, პატრიარქის თანამოსაყდრემ მეუფე შიომ დაადასტურა.

კლინიკასთან მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ სასულიერო პირები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები. 

როგორც ცნობილია, საპატრიარქო ოფიციალურ განცხადებას ხვალ დილიდან გააკეთებს.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, პატრიარქს ხვალ სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ.

 

 

დღის ამბები