11 აგვისტო 2026,   02:01
ვრცლად
საპატრიარქოში სასულიერო პირები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები იკრიბებიან

საპატრიარქოში სასულიერო პირები იკრიბებიან. ადგილზე იმყოფებიან აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებიც.

საეკლესიო კანონმდებლობით, ახლა უნდა შეიქმნას კომისია, რომელშიც როგორც საერო, ისე სასულიერო პირები შევლენ და მიიღებენ გადაწყვეტილებებს შემდგომ პროცესებთან დაკავშირებით.

როგორც ცნობილია, საპატრიარქო ოფიციალურ განცხადებას ხვალ დილიდან გააკეთებს.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, პატრიარქს ხვალ სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ.

დღის ამბები