კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც პატრიარქია გადაყვანილი, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და სასულიერო პირები მივიდნენ.
რამდენიმე წუთის წინ, კლინიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე მივიდა, თუმცა მან ჟურნალისტების კითხვებს, კათოლიკოს პატრიარქის ჯანმრთელობის შესახებ არ უპასუხია.
ადგილზე ასევე მივიდა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საგარეო საქმეთა მინსიტრი მაკა ბოჭორიშვილი და თბილისის მერი კახა კალაძე.
ამ დროისთვის, კლინიკაში, პატრიარქის თანამოსაყდრეს, მეუფე შიოს ელიან.
კათოლიკოს პატრიარქი საავადმყოფოში, გვიან ღამით, სისხლდენით შეიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად ფასდება.