06 აგვისტო 2026,   19:24
ვრცლად
ცვლილებები დემოკრატიის გასაძლიერებლად - პარლამენტის თავმჯდომარემ საკანონმდებლო ორგანოს ყოველწლიური ანგარიში წარუდგინა

ყოველწლიური ანგარიში შალვა პაპუაშვილმა მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებზე საუბრით დაიწყო. საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის თქმით, ყველა ცვლილებების არსი დემოკრატიის გაძლიერებაა. ახალი კანონების მიზანი ინსტიტუციური მოწყობის გაუმჯობესება და პროცესების კონსტიტუციურ ჩარჩოში დაბრუნების უზრუნველყოფაა.

დეზინფორმაციის, ანტიქართული რიტორიკის შეწყვეტა და დემოკრატიის პრინციპების დაცვა ის ქმედებებია, რის განხორციელებასაც საქართველო ევრობიუროკრატიისგან ითხოვს. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებაში თბილისი ბრიუსელის როლზე საუბრობს.

წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვას ოპოზიციის ნაწილი დღეს დარბაზიდან უსმენდა და ანგარიშის გარდა მათთან დაკავშირებული კრიტიკის მოსმენაც მოუწიათ. კრიტიკა ადრესატებმა უპასუხოდ დატოვეს. დასვეს მხოლოდ კითხვები, რომელიც მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს და მიღებულ კანონებს ეხებოდა.

გეოპოლიტიკური რყევების ფონზე, საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკა პარლამენტის თავმჯდომარისთვის საზოგადოების ნდობამ განაპირობა. სწორედ ხალხის მხარდაჭერის დაკარგვის სურვილით იხსნება მმართველი პარტიისთვის საშინაო აქტორების და უცხო ძალების რადიკალური ქმედებები.

პარლამენტის ტრიბუნიდან, დღეს, კიდევ ერთხელ გაკეთდა განცხადება, რომ გამოწვევების მიუხედავად საკანონმდებლო ორგანო აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად ყოველდღიურ რეჟიმში აქტიურად მუშაობს.

დღის ამბები