09 აგვისტო 2026,   05:31
ვრცლად
ვის დაკვეთას ასრულებს ოპოზიცია - ნიკა გვარამიამ აღიარა, რომ ქვეყნის შიგნით ოპოზიციის გაერთიანების დავალება, ქვეყნის გარედან მიიღო

ძველი სახეებით ახალი ალიანსის შექმნიდან ზუსტად ორ კვირაში, ნიკა გვარამიამ აღიარა, რომ ქვეყნის შიგნით ოპოზიციის გაერთიანების დავალება, ქვეყნის გარედან მიიღო. ახლების ლიდერმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, განაცხადა, რომ 9 პარტიის პოლიტიკური ერთობა უცხოელი პარტნიორების დაკვეთა იყო.

ამ განცხადების შემდეგ, ნიკა გვარამიას კომენტარი არ გაუკეთებია, მის ნაცვლად ალიანსის შეხვედრის დაწყებამდე სხვა წევრმა ისაუბრეს.

გაერთიანების მიუხედავად, საერთო პოლიტიკური წარსულის მქონე ოპოზიციას, საერთო პოზიცია მაინც არ აქვს. "ნაციონალურ მოძრაობაში" ამტკიცებენ, რომ ერთობის დავალება არა პარტნიორებისგან, არამედ მხოლოდ ხალხისგან მიიღეს.

ვის დაკვეთას ასრულებს ოპოზიცია? - "ქართულ ოცნებაში" დარწმუნებული არიან, რომ მათი ოპონენტები ყველა ნაბიჯს არა დამოუკიდებლად, არამედ უცხო ძალების დავალებებით დგამენ. ამის მორიგი დასტური და აღიარება კი "ქართული ოცნებისთვის" ნიკა გვარამიას განცხადება გახდა. სახელისუფლებო პარტია იმ სცენარზე საუბრობს, რომელიც მათი თქმით, ქვეყნის ფარგლებს გარეთ იწერება და ქვეყნის შიგნით არეულობის მოწყობას გულისხმობს.

ახალი ოპოზიციური ალიანსის შექმნის მთავარი მიზანი, მმართველი გუნდის თქმით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და პოლიტიკური რეალობის შეცვლაა, თუმცა "ქართულ ოცნებაში" დარწმუნებული არიან, რომ ეს მიზნები რეალობად ვერც ამჯერად იქცევა.

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები