06 აგვისტო 2026,   23:28
ვრცლად
კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც პატრიარქი იმყოფება, ირაკლი კობახიძე და შალვა პაპუაშვილი მივიდნენ

კავკასიის მედიცინის ცენტრში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაცნობად, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მივიდნენ.

ადგილზე იმყოფება ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძეც.

ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ასევე, გაეცნო პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, კულტურის მინისტრი, თინათინ რუხაძე, თბილისის მერი კახა კალაძე და სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი.

პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების გარდა, დილიდან კლინიკაში იმყოფებიან სასულიერო პირები.

ცნობისთვის, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი რეანიმაციაში რჩება. ილია მეორე კავკასიის მედიცინის ცენტრში, კუჭიდან მასიური სისხლდენით შეიყვანეს. ამ წუთებში, კლინიკაში ქვეყნის წამყვანი რეანიმატოლოგები არიან შეკრებილები. ექიმების ინფორმაციით, მდგომარეობა საყურადღებოა.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპზე, პატრიარქის უცხოეთში გადაყვანა არ განიხილება, თუმცა სახელმწიფო მაქსიმალურ მზადყოფნაშია, თუ დადგება უცხოელი ექიმის ჩამოყვანის საჭიროება, ეს მყისიერად მოხდეს.

 

დღის ამბები