რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში სატყეო უბნების ადმინისტრაციები ახალ შენობებში იფუნქციონირებს. სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს ამბროლაურში.
ადმინისტრაციული შენობების მშენებლობა უკვე დასრულებულია ცაგერში, ლენტეხსა და ონში. სატყეო სამსახურების გაძლიერებისა და მოსახლეობისთვის სატყეო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობის გამარტივების მიზნით ქვეყნის მასშტაბით, ჯამში, სულ 10 ადმინისტრაციული შენობა მოეწყობა.