08 აგვისტო 2026,   05:11
ვრცლად
გია აბაშიძე: ვითომ "არალეგიტიმური" პრეზიდენტის მეუღლე, თამარ ბაგრატიონი, მელანია ტრამპის მიწვევით მონაწილეობას მიიღებს აშშ-ში გლობალურ სამიტში. თვითმოტყუებულ ნაცსექტაში რა ხდება?

"ვითომ "არალეგიტიმური" პრეზიდენტ ყაველაშვილის მეუღლე, თამარ ბაგრატიონი, მელანია ტრამპის მიწვევით, მონაწილეობას მიიღებს აშშ-ში, გლობალურ სამიტში "ერთად უკეთესი მომავლისთვის" (Fostering the Future Together)", - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

"ვითომ "არალეგიტიმური" პრეზიდენტ ყაველაშვილის მეუღლე, თამარ ბაგრატიონი, მელანია ტრამპის მიწვევით, მონაწილეობას მიიღებს აშშ-ში, გლობალურ სამიტში "ერთად უკეთესი მომავლისთვის" (Fostering the Future Together); თვითმოტყუებულ ნაცსექტაში რა ხდება?..

ღონისძიება გაიმართება 25 მარტს. სამიტზე მიწვეულები არიან საერთაშორისო ლიდერები, ტექნოლოგიური ინოვატორები და პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიერ შერჩეული პირადი სტუმრების ჯგუფი.

საქართველოს პირველი ლედი 50 ქვეყნის წარმომადგენლებს შორის იქნება თეთრ სახლში დაგეგმილ მრგვალ მაგიდასთან", - წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

დღის ამბები