18 ივნისი 2026,   18:39
ვრცლად
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენ ვუპასუხებთ ჩვენს ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმებს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა ირანულ ენერგეტიკულ ობიექტებზე ნებისმიერ თავდასხმას, რეგიონში აშშ-ის კომპანიების დაბომბვით უპასუხებს. ინფორმაციას ირანულ მედიაზე დაყრდნობით, BBC-ი ავრცელებს.

"თუ ირანის ობიექტებს დაბომბავენ, ჩვენი ძალები დაბომბავენ რეგიონში ამერიკული კომპანიების ობიექტებს ან იმ კომპანიებს, რომლებშიც შეერთებულ შტატებს წილი აქვს,"- აცხადებს აბას არაღჩი.

ეს განცხადება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის სამხედროებმა, ირანისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, ხარგის კუნძული დაბომბეს.

ირანულმა საინფორმაციო სააგენტომ მოგვიანებით განაცხადა, რომ აშშ-მ დაბომბა საჰაერო თავდაცვა, საზღვაო ბაზა, აეროპორტის საკონტროლო კოშკი და ვერტმფრენის ანგარი.

დღის ამბები