6 000-ზე მეტი დაბომბილი სამიზნე და 90-ზე მეტი მწყობრიდან გამოსული გემი. ირანის ბალისტიკური რაკეტების მთელი პოტენციალის განადგურება და საზღვაო ფლოტის გაუვნებელყოფა - თეთრი სახლი ამ მონაცემებით აჯამებს ორი კვირის წინ ირანში დაწყებულ სამხედრო ოპერაციას. ვაშინგტონის ცნობით, ირანის თავდასხმები ბალისტიკური რაკეტებით 90%-ით, დრონებით კი - 95%-ით არის შემცირებული. სამხედრო ობიექტებთან ერთად, სამიზნეები არიან ირანის პოლიტიკური ლიდერები. სამხედრო იერიშების შედეგად დაჭრილია ირანის ახალი სულიერი ლიდერი. მოჯთაბა ხამენეის დაშავების ფაქტს შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტიც ადასტურებს.
შეერთებული შტატების ძალებმა იერიში მიიტანეს ხარგის კუნძულზე მდებარე სამხედრო ობიექტებზე, ამავე კუნძულზე ირანის ნავთობის მსხვილი ტერმინალია განლაგებული. დონალდ ტრამპის სიტყვებით, ეს იყო ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერი დაბომბვა. ამ დროის მონაცემებით განადგურებულია, სარაკეტო მარაგები, ბაზები, მიწისქვეშა ბუნკერები, მართვის პუნქტი და აეროდრომი. ამერიკა ამ ეტაპზე თავს იკავებს კუნძულზე განთავსებული ნავთობის ინფრასტრუქტურის დაბომბვისგან, თუმცა ტრამპმა თქვა, რომ თუ ირანი ან მისი რომელიმე მოკავშირე ჰორმუზის სრუტეში გემების გაადვილებას შეაფერხებს, ის გადაწყვეტილებას შეცვლის. ხარგის კუნძულზე მდებარე ნავთობტერმინალით ირანის ნავთობის ექსპორტის დაახლოებით 90% ხორციელდება.
ირანთან კონფლიქტი გადამწყვეტ ფაზაში შედის - ასეთია ისრაელის თავდაცვის მინისტრის შეფასება.
ისრაელ კაცმა დონალდ ტრამპს ირანის კუნძულ ხარგზე განხორციელებული წარმატებული იერიში მიულოცა და თქვა, რომ ეს შესაფერისი პასუხი იყო ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის დანაღმვაზე.
არ დააყოვნა პასუხმა ირანიდან - "იმ შემთხვევაში თუ აშშ ირანის ნავთობის საწარმოებს თავს დაესხმება, მაშინ ამ ნაბიჯს რეგიონში აშშ-სთან დაკავშირებულ ნავთობკომპანიების ინფრასტრუქტურაზე დარტყმებით ვუპასუხებთ" - ასეთია ირანის შედარებულიყო ძალების გენერალური შტაბის პოზიცია. თუმცა ირანის სამხედრო ძალები მხოლოდ ამ განცხადებას არ დასჯერდნენ და დრონებით არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარე ფუჯეირას პორტს შეუტიეს. პორტის ადმინისტრაციამ უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმისა და ხანძრის გამო ნავთობის გადაზიდვის ოპერაციების ნაწილი შეჩერდა.
ირანმა ბაღდადში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ამერიკულ დიპლომატიურ წარმომადგენლობასაც შეუტია. სამიზნე ერაყის დედაქალაქში მდებარე აშშ-ს საელჩოს, ვერტმფრენის ასაფრენ დასაფრენი მოედანი გახდა. საელჩო ბაღდადის "მწვანე ზონაშია" განთავსებული, იქ სადაც სახელმწიფო უწყებები და დიპლომატიური წარმომადგენლობები მდებარეობს. მიუხედავად იმისა, რომ მხარდამჭერმა "ჰამასმა" ირანს მოუწოდა, თავი შეიკავოს სპარსეთის ყურის ქვეყნების წინააღმდეგ რაკეტებისა და დრონების გამოყენებისგან, ირანი არაბთა გაერთიანებულ საამიროებს პორტების ევაკუაციისკენ მოუწოდებს.
ირანის მუქარის ფონზე აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ახლო აღმოსავლეთში დამატებით აგზავნის საზღვაო ქვეითებს და სამხედრო ხომალდს. მედიის ცნობით, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მოთხოვნით, სწრაფი რეაგირების სადესანტო ხომალდი "ტრიპოლი", რომლის ბორტზეც 2500 საზღვაო ქვეითი იმყოფება, იაპონიიდან ახლო აღმოსავლეთისკენ მიემართება. აშშ-მა ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც ირანის თავდასხმებმა ჰორმუზის სრუტეში გადაადგილების პარალიზება, მსოფლიო ეკონომიკაში ქაოსი და საწვავის ფასების ზრდა გამოიწვია. ამერიკის პრეზიდენტი უახლოეს ხანში, ჰორმუზის სრუტის სრულ გახსნას აანონსებს.