18 ივნისი 2026,   21:04
ვრცლად
იმედია, ქვეყნები, რომლებიც ხელოვნური შეზღუდვით ზარალდებიან, გაგზავნიან ხომალდებს რეგიონში, რომ ჰორმუზის სრუტე აღარ იყოს საფრთხე - ტრამპი

ბევრი ქვეყანა, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც დაზარალდნენ ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის მცდელობით, გაგზავნიან სამხედრო გემებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად, რათა ჰორმუზის სრუტე ღია დარჩეს საზღვაო ტრანსპორტისთვის - აცხადებს დონალდ ტრამპი. 

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, იმედი აქვს, რომ ჩინეთი, საფრანგეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა და გაერთიანებული სამეფო რეგიონში სამხედრო ხომალდებს გააგზავნიან.

"ჩვენ უკვე გავანადგურეთ ირანის სამხედრო შესაძლებლობების 100%, მაგრამ მათთვის მარტივია ერთი-ორი დრონის გაშვება, ნაღმის ჩაგდება ან ახლო მანძილზე მიქმედი რაკეტის გაშვება ამ საზღვაო გზაზე ან მათ სიახლოვეს, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მძიმედ არიან დამარცხებულები

იმედია, ჩინეთი, საფრანგეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა, გაერთიანებული სამეფო და სხვა ქვეყნები, რომლებიც ამ ხელოვნური შეზღუდვით ზარალდებიან, ასევე გაგზავნიან ხომალდებს რეგიონში, რათა ჰორმუზის სრუტე აღარ იყოს საფრთხე ქვეყნის მხრიდან, რომლის სამხედრო ხელმძღვანელობაც სრულად განადგურებულია. ამასობაში, შეერთებული შტატები გააგრძელებს სანაპირო ზოლის ინტენსიურ დაბომბვას და ირანულ ნავებსა და ხომალდებს ჩაძირავს. ამა თუ იმ გზით, ჩვენ მალე მივაღწევთ, რომ ჰორმუზის სრუტე კვლავ იყოს ღია, უსაფრთხო და თავისუფალი,"- წერს ტრამპი.

დღის ამბები