18 ივნისი 2026,   19:51
ვრცლად
რომის პაპი: ქრისტიანი პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც ომებს იწყებენ, აღსარებაზე უნდა წავიდნენ

ქრისტიანი პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც ომებს იწყებენ, აღსარებაზე უნდა წავიდნენ და საკუთარ თავს ჰკითხონ, ნამდვილად მიჰყვებიან თუ არა იესოს სწავლებას - განაცხადა რომის პაპმა, ლეო XIV-მ.

თუმცა, მას არც ერთი კონკრეტული ლიდერი, ან კონფლიქტი არ დაუსახელებია. 

"აქვთ თუ არა იმ ქრისტიანებს, რომლებსაც შეიარაღებულ კონფლიქტებში მძიმე პასუხისმგებლობა ეკისრებათ, საკმარისი თავმდაბლობა და გამბედაობა, სერიოზულად შეისწავლონ საკუთარი სინდისი და წავიდნენ აღსარებაზე?" - იკითხა რომის პაპმა სასულიერო პირებისადმი მიმართვისას. 

როგორც Reuters-ი წერს, მიუხედავად იმისა, რომ ლეო XIV-ს  კონკრეტულად არავინ დაუსახელებია, ბოლო დღეებში მან გააძლიერა მოწოდებები ირანის ომის დასრულებისკენ.

დღის ამბები