07 აგვისტო 2026,   18:39
ვრცლად
ეს ქალბატონი არის პოლონეთის მთავრობასთან ძალიან დაახლოებული პირი, ჩვენ კარგად გვახსოვს პოლონეთის პოზიციები, ისინი გამოკვეთილად გულშემატკივრობენ მიხეილ სააკაშვილს-ლევან მაჭავარიანი პატრიცია გჟებიკზე

რამდენად დამოუკიდებელია ექსპერტი, რომელმაც "მოსკოვის მექანიზმის" დასკვნას ხელი მოაწერა. ირკვევა, რომ პატრიცია გჟებიკი პოლონეთის მთავრობის მრჩეველია.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ დასკვნას რეალობასთან კავშირი არ აქვს და მისი ერთადერთი მიზანი, კრიზისში მყოფი ოპოზიციის დახმარებაა. მით უმეტეს, რომ მოსკოვის მექანიზმის ამოქმედებას ეუთოს 57 წევრი ქვეყნიდან 34-მა მხარი არ დაუჭირა.

"ქართულ ოცნებაში" კიდევ უფრო მეტ ეჭვს, თავად ექსპერტის ვინაობა ბადებს. უმრავლესობის წარმომადგენლები იხსენებენ, როგორ იყვნენ პოლონელები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების სქემაში ჩართულები. საკითხზე განცხადებები კეთდება ოპოზიციურ ფლანგშიც.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ პოლონეთი მიხეილ სააკაშვილის დიდი გულშემატკივარი იყო.

"ეს ქალბატონი, რომელიც თითქოსდა ავტორი გახლდათ ამ ყველაფრის, სულ ორი დღით იყო ჩამოსული და გაეცნო ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიას და ჩამოაყალიბა ამხელა რაღაც დოკუმენტები.

ეს ქალბატონი არის პოლონეთის მთავრობასთან ძალიან დაახლოებული პირი, ჩვენ კარგად გვახსოვს პოლონეთის პოზიციები, ისინი გამოკვეთილად გულშემატკივრობენ მიხეილ სააკაშვილს, მათგან ჩვენ ხშირად მოგვისმენია, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური დევნილი და ის უნდა გათავისუფლდეს. შესაბამისად გასაგებია ეს ყველაფერი ლოგიკური ჯაჭვიც აწყობილია კოლექტიური ნაცმოძრაობის მესიჯ ბოქსი იყო ფურცელზე გადატანილი,"- აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

დღის ამბები