ამსტერდამის ერთ-ერთ ებრაულ სკოლაში აფეთქება იყო. "როიტერის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამსტერდამის მერმა მომხდარი "ებრაული საზოგადოების წინააღმდეგ მიმართულ აგრესიულ აქტად" შეაფასა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახური იყო მობილიზებული.
პოლიცია ვიდეო ჩანაწერებს შეისწავლის, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.