ისრაელის სამხედრო ძალების განცხადებით, დღეს, დასავლეთ და ცენტრალურ ირანში, ისრაელის საჰაერო ძალების გამანადგურებლებმა, ირანის 150-ზე მეტი სამხედრო ობიექტი დაბომბეს. ინფორმაციას CBS ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობითვე, დარტყმები განხორციელდა იარაღის საცავების, უპილოტო საფრენი აპარატების, ბალისტიკური რაკეტების, თავდაცვითი სისტემებისა და რაკეტების გამშვები მოწყობილობების მიმართ. მათივე ინფორმაციით, თებერვლის ბოლოს ირანის წინააღმდეგ ისრაელის კამპანიის დაწყებიდან, ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანის ინფრასტრუქტურაზე ასობით დარტყმა განახორციელეს, რომლებიც ისრაელის ტერიტორიისკენ მიმართული სარაკეტო ცეცხლის შემცირებას ისახავდა მიზნად.