აშშ 10 მილიონ დოლარამდე (7.6 მილიონი ფუნტი სტერლინგი) ჯილდოს სთავაზობს ნებისმიერ პირს, რომელსაც ინფორმაცია ექნება ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსის (IRGC) "ძირითადი ლიდერების" შესახებ. ამის შესახებ BBC წერს.
მედიის ცნობითვე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ შეტყობინებაში ნახსენებია 10 პირი, აქედან მხოლოდ ექვსის სახელია მითითებული. მათ შორის არიან ახალი უზენაესი ლიდერი მოჯტაბა ხამენეი და უმაღლესი ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ალი ლარიჯანი.