06 აგვისტო 2026,   22:09
ვრცლად
კანონების უკან გაწვევის მოთხოვნა - მმართველი პარტიის შეფასებით, ყველა ის კანონი, რომლის გაუქმებასაც ეუთოს ითხოვს, ხალხის დაკვეთით და ქვეყნის ინტერესების დაცვის მიზნით მიიღეს

ოპოზიციის მაშველი რგოლი, "ქართული ოცნების" თქმით, ის უცხო ძალებია, ვისაც ხელისუფლების ოპონენტები დახმარებისთვის ხშირად მიმართავენ, პარალელურად კი ინფორმაციასაც აწვდიან. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მათი ერთადერთი მიზანი არა ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა, არამედ მისი ინტერესების წინააღმდეგ მოქმედება და საქართველოს რეპუტაციის დაზიანებაა. ამის მორიგი ლუსტრაცია კი "ქართული ოცნებისთვის", ეუთოს ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, ოპოზიციის რეაქციებია.

ოპოზიციის მთავარი იმედი და პოლიტიკური რეალობის შეცვლის ერთადერთი გზა რომ უცხო ძალებია, ეს მმართველი გუნდისთვის დიდი ხანია ცხადია. ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა ხელისუფლების ოპონენტები მოსკოვის მექანიზმის ამოქმედებას და სპეციალური მისიის საქართველოში გამოგზავნას თავად ითხოვდნენ. ამ მოთხოვნით ოპოზიციამ ეუთო/ოდირს წერილი ჯერ კიდევ 2024 წელს გაუგზავნა.

სახელისუფლებო პარტიიდან დღეს ოპონენტებს უთხრეს, რომ მიკერძოებული, უსაფუძვლო და ანგაჟირებული ანგარიშებით, საქართველოს სუვერენიტეტს და ეროვნულ ღირებულებებს საფრთხე ვერ შეექმნება. როგორც "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, ყველა ის კანონი, რომლის გაუქმებასაც ეუთოს ითხოვს, პარლამენტმა ხალხის დაკვეთით და ქვეყნის ინტერესების დაცვის მიზნით მიიღო.

გამჭვირვალობის, ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონებთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარდა, პოზიცია დღეს რეგიონში მცხოვრებმა მოქალაქეებმაც დააფიქსირეს.

საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონების უკან გაწვევის მოთხოვნას, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, ქვეყნის შიდა საქმეებში უხეშ ჩარევად ფასდება.

ავტორი: ნანა გოგატაძე 

დღის ამბები