გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ, მარნეულში, წყალმომარაგების სისტემის მონიტორინგის პროცესში უკანონო მიერთების რამდენიმე ფაქტი გამოავლინა.
შემოწმებების შედეგად გამოვლინდა, რომ ცალკეული ობიექტები წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურით შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე სარგებლობდნენ.
უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს, წყალმომარაგების მომსახურებით ისარგებლონ მხოლოდ კანონით დადგენილი წესების შესაბამისად.