სახალხო დამცველი კასპის მუნიციპალიტეტში საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში იმყოფება. ლევან იოსელიანი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათგან მოისმინა ინფორმაცია ადგილზე არსებული მდგომარეობის და საჭიროებების შესახებ.
სახალხო დამცველი დაინტერესდა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების გამოწვევებით და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებით, ასევე - ჯანდაცვისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მდგომარეობით.