06 აგვისტო 2026,   05:59
ვრცლად
საქართველოს სუვერენიტეტი არ იყიდება! საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის ნებისმიერი მცდელობა მიუღებელია! - ილია ინჯია

"საქართველოს სუვერენიტეტი არ იყიდება! საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის ნებისმიერი მცდელობა მიუღებელია!," - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, "ევროპელი სოციალისტების" ლიდერი, ილია ინჯია სოციალურ ქსელში წერს.

"მით უფრო მაშინ, როდესაც ბოლო წლებში, თავად დასავლეთი საკუთარი სუვერენიტეტის გასამყარებლად აკოპირებს, პრაქტიკაში ახორციელებს და საკუთარ კანონმდებლობაში ასახავს იმგვარ ნორმებსა და რეგულაციებს, რომელთა მიღებასაც დღეს საქართველოში აკრიტიკებენ.

ორმაგი სტანდარტები მიუღებელია!

ჩვენი ქვეყნის კანონებს იღებს ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება და ისინი ეფუძნება სწორედ ქართველი ხალხის ნებას.

ვერანაირი რეზოლუცია, ანგარიში, თუ პოლიტიკური ზეწოლა ვერ აიძულებს საქართველოს, უარი თქვას საკუთარ სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებზე.

სამწუხაროა, რომ გარე ძალებს ამ პროცესში ეთანხმება შიდა, რადიკალური ოპოზიცია, რომელიც საკუთარი ქვეყნის ინტერესებს უცხოეთის კაბინეტებში ასაჩივრებს.

საქართველოს აქვს მკაფიო პასუხი - ჩვენი ქვეყნის მომავალი განისაზღვრება თბილისში და არა უცხოეთის დედაქალაქებში!
საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო და მის მომავალს გადაწყვეტს მხოლოდ ქართველი ხალხი!" - წერს ილია ინჯია.

დღის ამბები