შეერთებულმა შტატებმა 30 დღით გააუქმა სანქციური შეზღუდვები იმ რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შესყიდვაზე, რომელთა ტრანსპორტირებაც საზღვაო ტანკერებით ხორციელდება.
შტატების ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი "მსოფლიო ენერგეტიკულ ბაზრებზე სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და დაბალი ფასების შესანარჩუნებლად გადამწყვეტ ნაბიჯებს დგამს".
ამ მიზნით, ფინანსთა სამინისტრო ქვეყნებს დროებით უფლებას რთავს, შეისყიდონ ის რუსული ნავთობი, რომლის ტრანსპორტირებაც უკვე მიმდინარეობს.
რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კირილ დმიტრიევის განცხადებით, ამერიკული შეზღუდვების მოხსნა დაახლოებით 100 მილიონ ბარელ ნავთობს შეეხება.