ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელმა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს სატყეო სექტორში დაგეგმილი რეფორმა გააცნო.
შეხვედრაზე ითქვა, რომ სატყეო რეფორმის მთავარი მიზანი, ტყის მონიტორინგისა და კონტროლის გაძლიერებასთან ერთად, ტყის დაცვისა და ტყით სარგებლობის პრაქტიკის გაუმჯობესებაა.
აქცენტი გაკეთდა ტყის მცველთა ხელფასების გაორმაგებასა და მათი რაოდენობის გაზრდაზე, წარადგინეს შიდა ქართლის სატყეოს სამსახურის ახალი ხელმძღვანელიც.