მიმდინარე წლის თებერვალში ,საქართველოდან ექსპორტირებულია 803 ტონა დაფნის ფოთოლი, 3.2 მლნ აშშ დოლარის ღირებულებით. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული დაფნის ფოთლის რაოდენობა 60%-ით (301 ტონა), ხოლო ღირებულება 51%-ით (1.1 მლნ აშშ დოლარი) გაიზარდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, 2021 წლიდან მზარდია დაფნის ფოთლის საექსპორტო ფასიც, რომელმაც 2025 წელს კილოგრამზე 4.2 აშშ დოლარს მიაღწია.
დაფნის ფოთლის ძირითადი საექსპორტო ბაზრებია ჩინეთი (68%) და რუსეთი (22%).