ეკონომიკის თავისუფლების ინდექსში საქართველოს რეიტინგის გაუმჯობესებას მთავრობის ეკონომიკურ გუნდში ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ ეს ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანი გზავნილია.
"ჰერითიჯ ფაუნდეიშენის" ინდექსის მიხედვით საქართველოს შეფასება 0,6 პუნქტით გაუმჯობესდა, 69.6 ქულით მსოფლიოში 35-ე ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა.
ეკონომიკის თავისუფლებით საქართველო უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას, აგრეთვე ევროკავშირის და NATO-ს წევრ 16 სახელმწიფოს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის, მიხეილ დუნდუას განცხადებით, ეკონომიკის თავისუფლებით საქართველო გამორჩეული ქვეყანაა მთავრობის კეთილსინდისიერებით.
"დადებითადაა შეფასებული კანონის უზენაესობის მაჩვენებელი, სასამართლოს ეფექტიანობისა და მთავრობის კეთილსინდისიერების მაჩვენებელი.
საქართველო ეკონომიკის თავისუფლების მიხედვით უსწრებს ევროკავშირისა და NATO-ს წევრ 16 სახელმწიფოს, ხოლო მთავრობის კეთილსინდისიერებით ევროკავშირისა და NATO-ს წევრ 12 ქვეყანას. საქართველო არის გამორჩეული ქვეყანა მთავრობის კეთილსინდისიერებით ეკონომიკის თავისუფლებით მსოფლიოში", - განაცხადა მიხეილ დუნდუამ.