18 ივნისი 2026,   16:11
ვრცლად
ტრამპი ირანთან ომში "არ გამორიცხავს მოქმედების არცერთ ვარიანტს", მათ შორის ქვეყანაში აშშ-ის ჯარების განლაგებას - თეთრი სახლი

 

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან ომში "არ გამორიცხავს მოქმედების არცერთ ვარიანტს", მათ შორის - ქვეყანაში აშშ-ის ჯარების განლაგებას - ამის შესახებ ჟურნალისტებს, თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა განუცხადა.

"რაც შეეხება სახმელეთო ოპერაციებს , პრეზიდენტს ამაზე არაერთხელ უსაუბრია. როგორც მთავარსარდალი, ის გონივრულად იქცევა და არ გამორიცხავს მოქმედების არცერთ ვარიანტს. შესაბამისად, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ თავს შევიკავებდი კონგრესში დემოკრატების მიერ პრეზიდენტის ჩანაფიქრთან დაკავშირებით გაკეთებული ნებისმიერი განცხადების დადასტურებისგან," - განუცხადა ლევიტმა ჟურნალისტებს. 

დღის ამბები