18 ივნისი 2026,   13:20
ვრცლად
პენტაგონის ცნობით, ირანის ომში ამ დროისთვის დაახლოებით 140 ამერიკელი სამხედრო დაშავდა

პენტაგონის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო ოპერაციების დაწყებიდან დაახლოებით 140 ამერიკელი ჯარისკაცი დაშავდა, მათ შორის 8 მძიმედ დაიჭრა.

"ოპერაცია "ეპიკური მძვინვარების" დაწყებიდან, 10 დღის განმავლობაში განგრძობადი თავდასხმების შედეგად დაახლოებით 140 ამერიკელი სამხედრო დაიჭრა", - განაცხადა მან

პრესსპიკერის განცხადებით, ამ დაზიანებების დიდი უმრავლესობა მსუბუქი იყო და 108 სამხედრო უკვე დაუბრუნდა სამსახურს. 8 სამხედრო მოსამსახურე კვლავ მძიმედ დაშავებულთა სიაშია და უმაღლესი დონის სამედიცინო მომსახურებას იღებს.

დღის ამბები