18 ივნისი 2026,   14:41
ვრცლად
თეთრი სახლი ირანის "უპირობო კაპიტულაციის" პირობებს აკონკრეტებს

თეთრმა სახლმა განმარტა, თუ რას გულისხმობს ირანის "უპირობო კაპიტულაცია" და აღნიშნა, რომ ამის კრიტერიუმებს პირადად პრეზიდენტი დონალდ ტრამპი განსაზღვრავს.

ტრამპი ირანთან ნებისმიერი მოლაპარაკების აუცილებელ წინაპირობად ასახელებდა „უპირობო დანებებას“ - აცხადებს თეთრი სახლის პრესსპიკერი.

“როდესაც პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, რომ ირანი უპირობო კაპიტულაციის მდგომარეობაშია, ის არ გულისხმობს, რომ ირანის რეჟიმი გამოვა და ამას თავად იტყვის. პრეზიდენტი გულისხმობს, რომ ირანის მუქარები აღარ იქნება გამყარებული ბალისტიკური რაკეტებით, რომელიც მათ ბირთვული ბომბის შექმნის პროცესში იცავს,“

მისივე თქმით: „პრეზიდენტი ტრამპი თავად გადაწყვეტს, როდის ჩაითვლება ირანი დამარცხებულად — ეს მოხდება მაშინ, როდესაც ისინი აღარ იქნებიან რეალური და პირდაპირი საფრთხე ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩვენი მოკავშირეებისთვის“. - განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ქეროლაინ ლევიტმა.

დღის ამბები