თეთრი სახლის პრესსპიკერი კაროლინ ლევიტი აცხადებს, რომ აშშ-ის ომი ირანთან, ამერიკელებისთვის “გრძელვადიან პერსპექტივაში” საწვავის ფასების შემცირებას გამოიწვევს, მიუხედავად ენერგომატარებლების ფასების ბოლოდროინდელი მკვეთრი ზრდისა მთელ მსოფლიოში.
“ამერიკელ ხალხს შეუძლიათ მშვიდად იყვნენ - ნავთობსა და გაზზე ფასების ბოლოდროინდელი მატება დროებითია. ეს ოპერაცია, გრძელვადიან პერსპექტივაში, საწვავის ფასების შემცირებას გამოიწვევს," - აღნიშნა მან.
ლევიტს არ დაუკონკრეტებია, რა დრო დასჭირდება ფასების კლებას, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ადმინისტრაცია მუშაობს ომით გამოწვეული „ენერგეტიკული შოკის“ დასაძლევად. მისი განცხადებით, ეს მოიცავს იმ ტანკერების დაზღვევას, რომლებიც ჰორმუზის სრუტეს გადიან და ნავთობთან დაკავშირებული გარკვეული სანქციების მოხსნას.
"აშშ-ის სამხედრო ძალები ამზადებენ დამატებით ოპერაციებს პრეზიდენტის მითითებით, რათა ჰორმუზის სრუტე ღიად დარჩეს," - განაცხადა ლივიტმა. "მე წინასწარ არ გავასაჯაროებ, თუ როგორი იქნება ეს ვარიანტები, თუმცა იცოდეთ, რომ პრეზიდენტს მათი გამოყენების არ ეშინია.“ - აცხადებს თეთრი სახლის პრესსპიკერი.