18 ივნისი 2026,   14:40
ვრცლად
უიტკოფის თქმით, რუსეთმა ტრამპს უთხრა, რომ ომის დროს ირანთან სადაზვერვო ინფორმაცია არ გაუზიარებია

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბრის დროს რუსეთმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია ირანისთვის სადაზვერვო მონაცემების გადაცემის შესახებ.

"პრეზიდენტთან საუბრისას რუსებმა განაცხადეს, რომ მონაცემებს არ აზიარებენ. შეგვიძლია, დავუჯეროთ მათ სიტყვას" -  აღნიშნა უიტკოფმა.

"ვაშინგტონ პოსტმა" წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი ირანს ახლო აღმოსავლეთში ამერიკულ სამხედრო ობიექტებზე დარტყმებისთვის მონაცემებს აწვდის.

დღის ამბები