06 აგვისტო 2026,   18:05
ვრცლად
საქართველოს მასშტაბით, გასვლითი შეხვედრების სერია "მოგზაურობა ინოვაციების და ტექნოლოგიების სამყაროში" დაიწყო

ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს მასშტაბით, გასვლითი შეხვედრების სერია "მოგზაურობა ინოვაციების და ტექნოლოგიების სამყაროში" დაიწყო, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივ მოსახლეობაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების შესახებ ცნობადობის ამაღლებას და GITA-ს პროექტებისა და პროგრამების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას.

პროექტის ფარგლებში მორიგი შეხვედრა რუსთავში, ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით - "ახალგაზრდული ცენტრებისა და სივრცეების გაძლიერების კონცეფციის ფარგლებში" ციფრული განვითარების ცენტრში გაიმართა.

დღის ამბები