07 აგვისტო 2026,   02:25
ვრცლად
100 ათასი ვიზიტორი, 170 ქვეყანა და ათასობით კომპანია - საქართველო ITB Berlin 2026-ის გამოფენაზე

100 ათასი ვიზიტორი, 170 ქვეყანა და ათასობით კომპანია. ბერლინში, მსოფლიო ტურიზმის ერთ-ერთ მთავარ პლატფორმაზე საქართველო განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია.

ITB Berlin 2026-ზე, სტუმრები ინფორმაციას იღებენ საქართველოს კურორტებისა და ღირსშესანიშნაობების შესახებ. ეროვნულ სტენდთან მათ საშუალება აქვთ, ქართული ღვინო დააგემოვნონ.

ბერლინში მიმდინარე გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან, იმერეთისა და სვანეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაციებთან ერთადაა წარდგენილი. გერმანელ კოლეგებთან შეხვედრაზე, კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, შემუშავდა და დაიგეგმა ერთობლივი ტურისტული პაკეტები.

3 დღე და 200-ზე მეტი შეხვედრა. ITB Berlin-ზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო ტურისტულ სააგენტოებს, მედია და პიარ ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

2025 წელს გერმანიიდან საქართველოში 83 600-ზე მეტი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, ეს კი, 2024 წელთან შედარებით, 6.4%-ით მეტია.

 

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი 

დღის ამბები