19 ივნისი 2026,   09:56
ვრცლად
ევროკომისია ორბანთან დაკავშირებით ზელენსკის ბოლოდროინდელ განცხადებებს მიუღებლად მიიჩნევს

ევროკომისიის წარმომადგენელი, ოლოფ გილი აცხადებს, რომ ევროკომისიისთვის უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ბოლოდროინდელი განცხადებები მიუღებელია

გილის თქმით, ზელენსკი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს არ უნდა ემუქრებოდეს.

"პრეზიდენტ ზელენსკის კომენტარებთან დაკავშირებით, ჩვენ, როგორც ევროკომისია, ნათლად ვაცხადებთ, რომ ასეთი ლექსიკა მიუღებელია. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიმართ არანაირი მუქარა არ უნდა იყოს", – განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა.

გამოხმაურებები უკრაინის პრეზიდენტის განაცხადებას მოჰყვა, სადაც ზელენსკი საუბრობს, რომ - თუ ევროკავშირში ერთი ადამიანი 90 მილიარდ ევროს თუ დაბლოკავს, კიევი მის მისამართს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აცნობებს.
უკრაინული მედიის თანახმად, ამ განცხადებით ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანზე მიანიშნა.

დღის ამბები