06 აგვისტო 2026,   17:44
ვრცლად
უკრაინა არის მხოლოდ ბრძოლის ველი ამ გლობალური ძალებისთვის - შალვა პაპუაშვილი

უკრაინა არის მხოლოდ ბრძოლის ველი ამ გლობალური ძალებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გადაცემაში "იმედის კვირა" განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის შეფასებით, გლობალურ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ძალები პასუხისმგებლობიანად რომ იქცეოდნენ, რუსეთ-უკრაინის ომი დასრულდებოდა.

"თავის დროზე ის ძალები, ქვეყნები, სახელმწიფოები, რომლებსაც პასუხისმგებლობა აქვთ აღებული გლობალურ უსაფრთხოებაზე, რომ მოქცეულიყვნენ წინდახედულად, პასუხისმგებლობიანად, ეს ომი არ იქნებოდა. დღესაც რომ პასუხისმგებლობიანად იქცეოდეს ყველა ეს ძალა, ეს ომის დასრულდებოდა. ამას ამბობს დღეს უკვე ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია - რომ ეს არის მარიონეტის ხელით წარმოებული ომი, რომელშიც სინამდვილეში გლობალური ძალები ერთმანეთს უპირისპირდებიან და უკრაინა არის მხოლოდ ბრძოლის ველი ამ გლობალური ძალებისთვის", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მან საქართველოს მიერ ომის თავიდან არიდების შესახებაც ისაუბრა.

"ქართველმა ხალხმა დასკვნები საკუთარივე წარსულიდან გამოიტანა და 4 წლის წინ ჩვენ ავირიდეთ ომი, რომელიც აუცილებლად იქნებოდა. ეს ომი იმიტომ იქნებოდა აუცილებლად, რომ ჩვენ ვნახეთ, თუ რა შიდა ძალებთან გვაქვს საქმე, რეალურად ეს არის მეხუთე კოლონა, რომელიც მზად არის, საკუთარი ქვეყნის ინტერესები შესწიროს სხვა ქვეყნების, სხვა პოლიტიკური ჯგუფების თუ სხვა ჯგუფების ინტერესებს", - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები