ირანში, ქალაქ მინაბში, გოგონათა სკოლის დაბომბვის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 165-მდე გაიზარდა, დაშავებულია 95 ადამიანი, - ინფორმაციას CNN-ი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ირანის განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის დროს, სკოლის შენობა სამჯერ დაიბომბა.
CNN-მა შემთხვევის ადგილზე გეოლოკაციური ვიდეო გადაიღო, რომელიც ირანის სამხედრო ბაზიდან დაახლოებით 60 მეტრში მდებარეობს. მედიის ცნობით, სკოლა ადრე ბაზის ნაწილი იყო, თუმცა თანამგზავრული ფოტოები აჩვენებს, რომ ეს ორი ადგილი, სულ მცირე, 2016 წლიდან არის გამოყოფილი.