თბილისში მოსული უხვი ნალექის გამო, დედაქალაქში გარკვეული პრობლემები შეიქმნა. ვაკეში, კეკელიძის 9 ნომერში, მიწის ფერდობი ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. გამგეობამ უკვე უზრუნველყო დაზარალებული ოჯახების სასტუმროებში დროებით გადაყვანა. ტერიტორია დროებით შემოიღობა, ხოლო აღდგენითი სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება.
უხვი ნალექის გამო, გრუნტის დამჭერი კედელი ჩამოიშალა ნაძალადევის რაიონში, გურამიშვილის N3-ში მდებარე ავარიულ საცხოვრებელ სახლთან. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის, 12 ოჯახი დროებით სასტუმროშია გადაყვანილი, შემდეგ ეტაპზე გამგეობა უზრუნველყოფს მათი ქირით გაყვანას. იმ ოჯახებზე კი, რომლებიც უარს აცხადებენ ავარიული საცხოვრებელი სახლის დატოვებაზე, შესაბამისი ოქმი შედგა. მდგომარეობის ტექნიკური შესწავლის შემდეგ, დაიგეგმება საჭირო ინფრასტრუქტურული სამუშაოები.