18 ივნისი 2026,   18:17
ვრცლად
"ირანს ამერიკის მიწამდე მიღწევა არ შეუძლია, ამიტომ სხვა გზა არ აქვს გარდა იმისა, რომ აშშ-ის იურისდიქციის ქვეშ მყოფ ნებისმიერ ბაზას შეუტიოს" - საიდ ხატიბზადე

"რა თქმა უნდა, რელიგიური ასპექტიდან გამომდინარე, ის დიდი რელიგიური ლიდერი იყო, ამიტომ რეგიონში და მთელ მსოფლიოში ბევრი შიიტი ამაზე რეაგირებას მოახდენს და ეს ძალიან აშკარაა, რადგან პრეზიდენტმა ტრამპმა ძალიან საშიში წითელი ხაზი გადაკვეთა," - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, საიდ ხატიბზადემ განაცხადა.

მისი თქმით, "ირანს ამერიკის მიწამდე მიღწევა არ შეუძლია, ამიტომ სხვა გზა არ აქვს გარდა იმისა, რომ აშშ-ის იურისდიქციის ქვეშ მყოფ ნებისმიერ ბაზას შეუტიოს."

"ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ ვუპასუხოთ. ჩვენ კომუნიკაცია ჰქონდა სპარსეთის ყურის არაბულ სახელმწიფოებთან: ან დაეხურონ ის ამერიკული ბაზები, რომლებიც მუდმივად ემუქრებიან ირანს და მუდმივად ირანის შეურაცხყოფისთვის იყენებენ, ან უბრალოდ არ გვაქვს სხვა გზა, გარდა იმისა, რომ ვუპასუხოთ.

ირანს ამერიკის მიწამდე მიღწევა არ შეუძლია, ამიტომ სხვა გზა არ აქვს გარდა იმისა, რომ აშშ-ის იურისდიქციის ქვეშ მყოფ ნებისმიერ ბაზას შეუტიოს," - აღნიშნა საიდ ხატიბზადემ.

ისრაელის სამხედრო ავიაცია ირანის დედაქალაქს ბომბავს. თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ დარტყმები ირანის ხელისუფლებასთან დაკავშირებულ სამიზნეებზე ხორციელდება. მედიაში ვრცელდება ცნობები თეირანის პოლიციისა და ირანის სახელმწიფო ტელევიზიის შენობებთან აფეთქებებთან დაკავშირებით.

თეირანში ბოლო 24 საათის განმავლობაში 60 თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც 57 ადამიანი დაიღუპა. ირანის ბალისტიკური რაკეტის ჩამოვარდნის შედეგად კი 6 ადამიანი დაიღუპა ისრაელის ქალაქ ბეით-შემეშში. დღეს დილით ომანის დუკმის კომერციული პორტი ორი დრონის სამიზნე გახდა, დაშავებულია ერთი მუშა. ახლო აღმოსავლეთში საჰაერო სივრცე დახურულია. აეროპორტები დახურეს - ისრაელმა, კატარმა, სირიამ, ირანმა, ერაყმა, ქუვეითმა, ბაჰრეინმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა. გაუქმებულია 1800-ზე მეტი რეისი.

აშშ-სა და ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად დაახლოებით 40 ირანელი ოფიციალური პირი დაიღუპა. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანის უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის მკვლელობით "ძალიან საშიში წითელი ხაზი" გადაკვეთა, რასაც მისივე თქმით პასუხი მოჰყვება.

დღის ამბები