18 ივნისი 2026,   14:34
ვრცლად
ირანის მეექვსე პრეზიდენტი, მაჰმუდ აჰმადინეჟადი, აშშ-ისრაელის თავდასხმის შედეგად დაიღუპა - მედია

ირანის მეექვსე პრეზიდენტი, მაჰმუდ აჰმადინეჟადი, თეირანში აშშ-ისრაელის თავდასხმის შედეგად დაიღუპა, - იტყობინება სააგენტო ILNA.

სააგენტოს ცნობით, ის საკუთარ რეზიდენციაში, თეირანის ნარმაკის რაიონზე თავდასხმის შედეგად დაიღუპა. ითვლება, რომ აჰმადინეჟადის რეზიდენცია აშშ-სა და ისრაელის დარტყმების ერთ-ერთი სამიზნე იყო.

მაჰმუდ აჰმადინეჟადი ირანის პრეზიდენტის თანამდებობას 2005 წლიდან 2013 წლამდე იკავებდა. მანამდე მას არდაბილის პროვინციის გუბერნატორის (1993–1997) და თეირანის მერის (2003–2005) თანამდებობები ებარა.

აშშ-სა და ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად, ირანის უზენაესი ლიდერი, ალი ხამენეი და ათეულობით მაღალი თანამდებობის პირი დაიღუპა.

დღის ამბები