02 აგვისტო 2026,   21:12
ვრცლად
კრწანისში ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსი დასრულდა

კრწანისში ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსი დასრულდა. კურსდამთავრებულებს დიპლომები საზეიმო ღონისძიებაზე გადაეცათ.

კურსის ფარგლებში უმცროსმა ოფიცრებმა შეისწავლეს: ავიაციის, საჰაერო და თავდაცვის სისტემების საფუძვლები, საავიაციო ოპერაციები, საჰაერო თავდაცვის ოპერაციები და საბრძოლო მომზადების ორგანიზება. სწავლის პროცესი მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ კომპონენტებს.

კურსანტებს საშუალება ჰქონდათ, პრაქტიკული მეცადინეობა განეხორციელებინათ უშუალოდ საავიაციო და საჰაერო თავდაცვის ტექნიკის გამოყენებით. კურსის ხანგრძლივობა 20 კვირა იყო.

დღის ამბები